განხორციელებული

განხორციელებული პროექტები - (2006-2010)

 ბათუმი 

2006-2010

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბათუმმა გრანდიოზული ცვლილებები განიცადა. ეჭვგარეშეა,რომ საქართველოს არც ერთ ქალაქს ასეთი მაშტაბების პროექტები არ შეხებია: ისტორიული და ახალი ბათუმის იერსახის აღდგენა, ზღვისპირა პარკის გაგრძელება-განაშენიანება,მსხვილბიუჯეტიანი მშენებლობები, გზებისა და ქუჩების რეაბილიტაცია და რაღა თქმა უნდა, წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია-განვითარება...არც თუ ისე დიდი ხნის წინათ თითოეული ამ პროექტის განხორციელება წარმოუდგენელი იყო. დღეს კი მათი ერთდროულად ამოქმედება ბათუმის უმოკლეს დროში თანამედროვე, ევროპული ყაიდის ქალაქად გადაქცევის წინაპირობას ქმნის. უმნიშვნელოვანესია, რომ შედეგი,უწინარეს ყოვლისა, თავად ბათუმელებზეა გათვლილი:მიმდინარე პროექტები ქალაქის მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ბათუმის აღმშენებლობაში ხელისუფლების ძალისხმევისა და გაღებული საბიუჯეტო სახსრების ეფექტი უკვე იგრძნობა, რადგან ქალაქელთათვის უმნიშვნელოვანესი არა ერთი პრობლემა გადაიჭრა. ასეულობით ადამიანი კი, გზების, სახლების, სკვერებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მშენებლობაზე ან, ახალ სასტუმროებში, რესტორნებსა თუ კაფე-ბარებში დასაქმდა... 


ქალაქის ეკონომიკური განვითარება

2004 წლიდან დღემდე ბათუმის ბიუჯეტის მოცულობა 12 მილიონ 800 ათასი ლარიდან 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს რომ 2010 წლის ბიუჯეტის მოცულობა 2004 წლისას თითქმის 11-ჯერ აღემატება. 

რევოლუციის შემდეგ მრავალწლიანი სტაგნაცია ერთბაშად დასრულდა და ქალაქში კვლავ დაიწყო მასშტაბური მშენებლობები. ხელისუფლების მიერ გატარებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგია ყაზახური, უკრაინული, თურქული, ავსტრიული და სხვა ქვეყნების მსხვილი ინვესტიციები ტურიზმის, მშენებლობის, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. აჭარის ა.რ მთავრობის უმთავრესი მიზანი ახალი საწარმოების ამოქმედება და მოსახლეობის დასაქმებაა. ახალ ობიექტებში მინიმუმ 90% ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. 

ინვესტიციებს სტიმული მისცა სახელმწიფოს მიერ აუთვისებელი მიწების გაყიდვამ და იჯარით გაცემამ.  2005 წლიდან 2010 წლამდე კონკურსისა და აუქციონის წესით გასხვისდა 124 296 კვმ. საერთო ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში გაიცა 1211 მშენებლობის ნებართვა, რომლის დაახლოებით 40% მავალსართულიანი, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე მოდის. ამჟამად, ძალაშია მიწის იჯარისა და აღნაგობის 55 ხელშეკრულება, ხოლო გაცემული მიწის საერთო ფართი 124 108 კვმ-ს შეადგენს. 

ბათუმში წელს 2009 წელს გაიხსნა:

სასტუმრო “შერატონი”, ინვესტიციამ 28 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა და 
უკვე დასაქმდა 268 ადამიანი.
დაიწყო “ბათუმის ავტოსადგურის" რეკონსტრუქცია, რომელიც 2011 წელს დასრულდება და ინვესტიცია 5 მლნ ლარს მოიცავს. 
ჯავახიშვილის 72-ში მდებარე შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რისთვისაც განხორციელდა 500 000 ლარის ინვესტიცია სადაც განთავსდა ბიბლიოთეკა.
2010 წელს ახმეტელის 7ა-ში უკვე ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტების სამორინე, სადაც დასაქმდება 110 ადამიანი.
2010 წლის ბოლომდე გაიხსნება ყოფილი “მედეას” ტეროტორიაზე სასტუმრო “რედისონი”, რომელიც შექმნის მინიმუმ 70 ახალ სამუშაო ადგილს და ინვესტიცია მოიცავს 50 მილიონ ევროს კომპლექსი “ბათუმი სითი”.
ძველი ბაზრის ადგილზე “ბათუმი პლაზა”, სადაც იქნება FINA-ს სტანდარტების საცურაო კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქუტურა, სასტუმრო, საცხოვრებელი, დასასვენებელი და ბიზნეს-სავაჭრო ზონები ინვესტიციამ 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ხიმშიაშვილზე “ცენტრ-პოინტისა” და “ბათუსის” საცხოვრებელი კომპლექსები ნ. დუმბაძის 10-ში მდებარე არსებული შენობა-ნაგებობების ნაცვლად ძველი ბათუმის არქიტექტურის შესაბამისი სასტუმრო.
კ. გამსახურდიას 8#10-ში საცხოვრებელი სახლი,კინოთეატრი “თბილისი” განახლებული არქიტექტურით. 
ბარათაშვილის 17-ში, “დიდი ბანკის” ტერიტორიაზე,ძველი ბათუმის არქიტექტურის შესაბამისი სავაჭრო ბიზნეს ცენტრი (განხორციელდება 10 000 000 ლარის ინვესტიცია 
და დასაქმდება 40 ადამიანი).
ფარნავაზ მეფის 48-ში მრავალპროფილური სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი “ნეოკლინიკა” (ინვესტიცია 2.5 მლნ დოლარი).
ხახულის 29-ში სადისტრიბუციო კომპანია “კარდუ”რომელიც 150 კაცს დაასაქმებს.
“მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი” გადავა ტაბიძის 2-ში განახლებულ შენობაში.
ბათუმის ეკონომიკური განვითარების ღერძს ასევე წარმოადგენს ახლად გახსნილი საწარმოები, სადაც უკვე არაერთი ადამიანი დასაქმდა.
2009 წელს ამოქმედდა ზეთის საწარმო “ბათოილი”, რომელმაცდაასაქმა 140 კაცი, “ნუროლი” _ 100 კაცი, ასევე, უჟანგავი მილების საწარმო “იტალ-ჯეო კონსტრაკშენ”, მარგარინისა და მაიონეზის ქარხანა.
გარდა ამისა, “გალტამი”, რომელმაც ხახულის ჩიხში მდებარე “აჭარპროფკურორტის” შენობაში 300000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და 50 კაცი დაასაქმა. გაიხსნა “ბიზნეს ინკუბატორი”, რომელიც ბათუმში ბიზნესის სტიმულირებასა და განვითარებას უწყობს ხელს...

2008 წელს კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში აშენდა აკვაპარკი, სადაც მოეწყო ატრაქციონი და სპორტული კომპლექსი, ბაგრატიონის ქ. N109-ში აშენდა სავაჭრო ცენტრი, ტბეთის ქუჩა N5-ში გაიხსნა დიალიზის ცენტრი, სადაც ახალმა მეპატრონემ 757000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

2007 წელს შპს “ბათფარმამ” ნონეშვილის ქ. N65-ში აამოქმედა ფარმაცევტული საწარმო, რომელიც 20 დასახელების პრეპარატს აწარმოებს. ინვესტიციის მოცულობა 5 მილიონი ლარია. საწარმოში 350 ადამიანი მუშაობს. ამავე წელს გაიხსნა ბათუმის ტექსტილის ფაბრიკა, 
“ყინულის სახლი” და “მედეას” მონუმენტი.

2005-2006 წლებში ქალაქში განახლებული სახით აღდგა კინოთეატრები “თბილისი” და “ინტერნაციონალი”, გაიხსნა ცირკი. ამ ობიექტებში ინვესტიციების საერთო ოდენობამ 2 მილიონ 600 ათას ლარს გადააჭარბა. 2005 წელს განახლდა სასტუმტო “ინტურისტ-
პალასი”. ინვესტიციამ 10 მილიონი ლარი შეადგინა და 300 ადამიანი დაასაქმა. 

ექსპლუატაციაში შევიდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც დასავლური სტანდარტებით არის მოწყობილი. გაიხსნა ასევე თანამედროვე სტანდარტების მახინჯაურის რკინიგზის სადგური. ამავე წელს ამოქმედდა სასტუმრო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი 
კომპლექსი “მარინა”.

წყლის,  კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების  რეაბილიტაცია


დაიწყო ბათუმისათვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროგრამის _ წყლისა და საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია. იგი გერმანიის სახელმწიფო ბანკისა (kfN) და ბათუმის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს ქალაქისთვის საუკუნის პროექტია, რადგან მისი განხორციელების შედეგად ქალაქს მთლიანად მოეხსნება 
წყლისა და კანალიზაციისპრობლემები. ბათუმის წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე 
სისტემების უმეტესი ნაწილი მოძველებული და ამორიზებულია. ნონსენსია, მაგრამ ქალაქი, რომელიც დღეს უკვე თითქმის 150 ათას მოსახლეს ითვლის, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დამონტაჟებული იმ კომუნიკაციებით სარგებლობდა, რომელიც დაახლოებით 
50 ათას კაცზე იყო გათვლილი. ქალაქის მთელ რიგ უბნებს არ გააჩნია სანიაღვრე არხები. 
მიწისქვეშა კომუნიკაციებზემიმდინარე სამუშაოები იმდენად მასშტაბურია, რომ გრაფიკი რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი.
პროექტის ფარგლებში, დასრულდა: კანალიზაციის 2 სატუმბი სადგურის (ჭავჭავაძისა და ტბელ აბუ. სერიძის ქუჩაზე მდებარე) რეაბილიტაცია;სალიბაურის 2 ხუთ-ხუთი ათასი კუბური მეტრის ტევადობის . წყლის საწნევო რეზერვუარის მშენებლობა;
მეჯინისწყლის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია;. ბარცხანის წყლის . 
სატუმბი სადგურის მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს ჩაქვის წყლის ატუმბვას სალიბაურის სამარაგო რეზერვუარებში.მიმდინარეობს:ჭავჭავაძის, ლერმონტოვის, ნინოშვილისა და გოგებაშვილის . ქუჩებს შორის მდებარე უბნის წყლისა და კანალიზაციის მაგისტრალური და სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც 2010 წლისთვის დასრულდება;
ჩაისუბნის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია . (მილიონ ნახევარი ევრო
ადლიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც ზღვის სრულ ჰიგიენურ დაცვას უზრუნველყოფს. სამუშაოები 2012 წლისთვის დასრულდება;ურეხში (ინჯალო) 10 ათასი კუბური მეტრის ტევადობის წყლის . სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა. სამუშაოები 2010 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
გაგრძელდება წყლისა და საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, აღმაშებელისა და ხიმშიაშვილის დასახლებებში. შეიცვლება 95 კმ. წყლისა და 5 კმ. კანალიზაციის მილები. პროექტი 2014 წელს დასრულდება.პარალელურად, ადგილობრივი ბიუჯეტითა და ძალებით განვითარდება ბათუმის სანიაღვრე ქსელები და საბოლოოდ წერიტილი დაესმება წვიმებისას ქუჩების დატბორვის პრობლემას. ამასთან, მოწესრიგდება ელექტრო და კავშირგაბმულობის კომუნიკაციები, რის შემდეგაც დაიწყება ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწობა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციაზე აქტიური მუშაობა მერიამ ჯერ კიდევ გერმანული პროექტის ამოქმედებამდე დაიწყო. 2004-2005 წლებში მეჯინისწყლის სათავე ნაგებობაზე გარემონტდა ტუმბოები. დაიწყო ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. 
წყლის ახალი მილსადენები დამონტაჟდა ტბელ აბუსერიძისა და სულაბერიძის ქუჩებზე. 
ასევე, მოხდა ქალაქის კანალიზაციის მთავარი  კოლექტორის დაზიანებული 400 მეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ფართო მასშტაბიანი სამუშაოები ჩაუტარდა ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩებზე მდებარე საკანალიზაციო სისტემებს. მარუხისა და ხიმშიაშვილის ქუჩებზე ამოქმედდა ახალი საკანალიზაციო სისტემები. თამარის დასახლებაში მდინარე ყოროლისწყალის მარცხენა ნაპირზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი. დასახლების 45 ოჯახს მოეხსნა ხშირი წვიმების დროს ადიდებული მდინარის წყლით დატბორვის საშიშროება. 

2006

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ჩაქვის, ყოროლისწყლის, ლეჩას და მეჯინისწყლის წყალსადენზე, სადაც დამონტაჟდა ახალი ტუმბო და ძრავის 6 კომპლექტი; აშენდა კობალაძე-ხიმშიაშვილის ქუჩების დასახლების წყალ მომარაგების სისტემა; წყალმომარაგების მაგისტრალი გაკეთდა ზედა :“გოროდო. კის” დასახლებაშიც. პროექტის მიხედვით, ახალი წყლის მილი განთავსდა მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან მაიაკოვსკის ქუჩის ბოლომდე; მოწესრიგდა შავშეთის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორი, ბაგრატიონის ქუჩის კვეთიდან ავტოსადგურის წრიულამდე,გაგრძელდა ბარცხანის დასახლების, გოგოლის, შავშეთის, . ოსტროვსკის, ჯავახიშვილის და სხვა ქუჩების სანიაღვრე კოლექტორების გაწმენდა-აღდგენითი სამუშაოები.

2007

მუნიციპალური განვითარების ფონდის გრძელვადიანი კრედიტით (1.9 მლნ ლარი) სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ჩაქვის სათავე ნაგებობაზე; კაპიტალურად შეკეთდა მეჯინისწყლის სათავე ნაგებობა და დამონტაჟდა არტეზიული ჭების არმატურები და ტუმბოები;ახალი სანიაღვრე კოლექტორი აშენდა ბარცხანის დასახლე. ბაში: ნონეშვილის, ქათამაძის ქუჩებსა და თამარის გამზირზე; შავშეთის, ს. ხიმშიაშვილისა და თაყაიშვილის ქუჩებზე მოწეს. რიგდა კანალიზაციის სისტემა და გაიწმინდა სანიაღვრე არხი.

2008 

კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა: გ. ბრწყინვალესქუჩის სანიაღვრე კოლექტორს;
მალაზონიას ქუჩისა და გორგასალის ჩიხის სანიაღვრე არხებს;ძველი ბათუმის სანიაღვრე სისტემას;. ასევე: დაიწყო მრავალსართულიანი სახლების მეორადი აწევის ტუმბოების სისტემის რეაბილიტაცია,დაიწყო ჩაისუბნის წყალსადენის სამარაგო რეზერვუარის . 
მშენებლობა.
ახალი საკანალიზაციო სისტემა მოეწყო:
ბონი-გოროდოკის დასახლებში: მაიაკოვსკის 155-207-ში, დიმიტროვის, სევასტოპოლის, ნიჟარაძისა და პავლოვის ქუჩებსა და გურამიშვილის შესახვევში;ძველი ბათუმის დასახლებში: გორგასალის ჩიხში, კანდელაკისა . და ერას ქუჩებზე (54#62);ჯავახიშვილის დასახლებში: ვაჟა ფშაველას ქუჩასა (ასათიანის . ქ-დან მელიქიშვილის შესახ.) და მელიქიშვილის ქუჩის ჩიხებში;ბაგრატიონის დასახლებაში: ბესიკისა (26 მაისის ქუჩიდან მე. 
ლიქიშვილის ქ-მდე) და გ. ბრწყინვალის (26 მაისის ქ-დან ვაჟა-ფშაველას ქ-მდე) ქუჩებზე.

2009

რეკონსტრუქცია ჩაუტარდა გ. ბრწყინვალეს ქუჩის სანიაღვრე კოლექტორს;გოგებაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა;
რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყო ს. მესხისა და სახოკიას ქუჩებზე,ღია სანიაღვრე არხის საყრდენი კედელი გაკეთდა გოგოლისა და სახოკიას ქუჩაზე; სანიაღვრე არხი მოეწყო ქავთარაძის ქუჩაზე;. გაიწმინდა ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორი;.გამოიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭის სახურავები,გაგრძელდა მრავალსართულიანი სახლების მეორადი აწევის ტუმბოების სისტემის რეაბილიტაცია.


2010 წელს გეგმაშია:

მე-2 ზონაში (ბარათაშვილის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე) სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია,ადლიის დასახლებასა და სახოკიას ქუჩაზე სანიაღვრე არხების . 
მოწყობა,მეჯინისწყლის წყალსადენზე დამატებითი წყალსადენის ხაზის  მშენებლობა;მრავალსართულიანი სახლების მეორადი აწევის ტუმბოების  სისტემის რეაბილიტაცია;ახალი წყლის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა.
ქალაქის გაზიფიკაცია

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და სტრატეგიული მნიშვნელობისქალაქი არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული. ხელისუფლების მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისა და აქტიური მუშაობის შემდეგ, 2009 წელს დაიწყო ბათუმის გაზიფიკაცია. 
ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა დასრულდა და დღეს ბუნებრივი აირით თამარის დასახლებისა და სხვა უბნების 5 ათასზე მეტი ოჯახი სარგებლობს. ქალაქის სრული გაზიფიცირება საბოლოოდ 2011-2012 წლისთვის დასრულდება, რაც ქსელში დამატებით 20 ათასი აბონენტის ჩართვას გულისხმობს. 

ბათუმის მერია უკვე მეორე წელია, რაც გაზიფიკაციის ხარჯებს უნაზღაურებს I ჯგუფის უსინათლოების, ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებს. საამისოდ წელიწადში 250-300 ლარი გამოიყოფა. 

ქუჩების კეთილმოწყობა

2005-2006 წლებში შეკეთდა 40-ზე მეტი ქუჩა. ჩატარდა მოსკოვის, მთისძირის, ხიმშიაშვილის, თამარის გამზირის, რუსთაველის ქუჩის ორი მონაკვეთის მთლიანი რეკონსტრუქცია მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ასევე, კაპიტალურად შეკეთდა რუსთაველის და ტბელ 
აბუსერიძის, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მონაკვეთები. ამავე პერიოდში შესრულდა სულაბერიძის ქუჩის რეკონსტრუქცია მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და განათების სისტემის ჩათვლით. ასფალტის საფარი დაიგო კობალაძისა და შავშეთის ქუჩებზე, სადაც მოწესრიგდა კომუნიკაციები და გაკეთდა გზაგამყოფები. 

2005-2006 წლებში მოხდა ბაგრატიონის ქუჩის სრული რეკონსტრუქცია,თანამედროვე სტანდარტებით გაკეთდა ქალაქში შემომავალი ორივე გზა და ოთხკილომეტრიანი შემოვლითი გზა ხახულისა და მთისძირის ქუჩების გავლით სულაბერიძის ქუჩამდე. 

2008 

მაშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა ბაგრატიონის ქუჩას (2 ეტაპი _ ოძელაშვილიდან აღმაშენებლამდე), რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1,6 მლნ. ლარი დაიხარჯა; სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, რომლის მთლიანი სიგრძეა 1000 გრ.მ. სამუშაოები დასრულებულია 350 გრ.მ მონაკვეთზე (ჯავახიშვილიდან ლერმონტოვის ქუჩამდე). ბიუჯეტიდან დაიხარჯა 453518 ლარი;
დასრულდა რურუას ქუჩის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სადაც 13 108 კვ.მ-ზე დაიგო ასფალტის საფარი2 590 კვმ ფილა და მოეწყო 2 163 გრ.მ ბორდიური, დაიხარჯა 1,6 მლნ. ლარი.
კეთილმოეწყო თამარ მეფის გამზირის გამყოფი ზოლი;.განათდა 85 ქუჩა და ჩიხი ქალაქის ტერიტორიაზე,მოწესრიგდა 6 მაისის სახელობის პარკის, რუსთაველის ქუჩის დეკორატიული განათება.

2009 

რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბაგრატიონის ქუჩას (ოძელაშვილიდან აღმაშენებლის ქუჩამდე);
გაგრძელდა სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ლერმონტოვიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე);კეთილმოეწყო 9 მარტის ქუჩა. 
გაგრძელდა ხიმშიაშვილის ქუჩა და კეთილმოეწყო მიმდებარე . ტერიტორია;რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ნონეშვილისა და გოგოლის ქუჩების კვეთას რკინა-ბეტონის ფილებითა და ასფალტის საფარით.
მიმდინარეობს ხიმშიაშვილისა ბაგრატიონის ქუჩების დამაკავშირებული გზის მშენებლობა, სამუშაოების I ეტაპი დასრულდა, ქუჩის დასაწყისში მოეწყო შადრევანი.
გარდა აღნიშნულისა, წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ასფალტირებული და არაასფალტირებული ქუჩების სარემონტო სამუშაოები და შუქნიშნებისა და მანათობელი საგზაო ნიშნების შეძენა-მონტაჟი.

2010 წელს გეგმაშია:

ბაგრატიონისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მშენებლობა;
სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის რეკონსტრუქცია (ს. ხიმ. შიაშვილის ქუჩიდან ელიქიშვილის ქუჩამდე);ს. ხიმშიაშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის I ეტაპი (ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე);
შ. ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელება და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
ინასარიძის ქუჩის რეკონსტრუქცია (კობალაძის ქუჩის კვეთი დან N14 სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით);თამარ მეფის გამზირზე, (მდ. ბარცხანაზე) არსებული ხიდის . 
რეკონსტრუქციის სამუშაოები.
ქალაქის ქუჩებისა და ტროტუარების კაპიტალური რემონტი; შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების შეძენა-მონტაჟი.. ქალაქის იერსახეს ახალი ელფერი მისცა გარეგანათების სისტემის 
რეკონსტრუქციამ. ახალი დეკორატიული სანათები დამონტაჟდა ძველი ბათუმის 16 ქუჩაზე და ქალაქის ცენტრალურ უბნებში. 115 შენობის ფასადზე დამონტაჟდა დეკორატიული განათებები, გარე განათების კაპიტალური სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქის 248 ქუჩასა და ჩიხს. 2004 წლიდან დღემდე ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განათდა 249 ეზო.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ქალაქს 77 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი ემსახურება. ბათუმის საზოგადოებრივი ტრასპორტის განვითარების მიზნით, დამატებით შეძენილია 76 ავტობუსი, რომელიც ქალაქის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს. პარალელურად მიმდინარეობს სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაცია, რის გამოც ქალაქში გაიხსნა ახალი მარშრუტები. მუნიციპალურ ტრანსპორტზე უკვე დასაქმებულია 170-მდე მძღოლი. მიმდინარე წელს კიდევ 180 მძღოლი დასაქმდება. მოწესრიგდება გაჩერებები და მოსახლეობას იაფი და კომფორტული საქალაქო ტრანსპორტით ისარგებლებს. 


ბათუმი ბარაკების გარეშე

2008 წელს აჭარის ა.რ მთავრობის დავალებით ბათუმის მერიამ საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო პროგრამა დაიწყო: “ბათუმი ბარაკების გარეშე”, რაც ნიშნავს, რომ ქალაქი ნელ-ნელა ბარაკული ტიპის შენობებიდან უნდა გათავისუფლდეს და მათ მფლობელებს კი, 
ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები უნდა გადაეცეს. ამ პროგრამით წელს უკვე 5 ოჯახი დაკმაყოფილდა. 

დღეს ბათუმში ერთდროულად შენდება ათობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობიდან ბინების გარკვეული რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდში ირიცხება, 
რომელთა დიდი ნაწილი საგარანტიო წერილების მქონე თუ ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცა. მალე ბათუმი ბარაკული ტიპის შენობებისგან გათავისუფლდება.

დ. აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში აშენდება მრავალბინიანი კომპლექსი, რომლის საერთო ფართის 15 % ბათუმის მერიას გადაეცემა. ასევე, საცხოვრებელი კორპუსი აიგება ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, საერთო ფართის 10% თვითმმართველობისთვის გადმოცემისა და ამ ტერიტორიაზე უნებართვოდ ასახლებული ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პირობით.

აჭარაში ხელისუფლების ცვლის შემდეგ სახელმწიფომ აღიარა საგარანტიო წერილის მქონე ოჯახების უფლებები. 

ამ ხალხს სახელმწიფომ ბინები 15-20 წლის წინ დაუნგრია და დაპირების მიუხედავად, საცხოვრებელი ფართი აღარ მიუცია. მათთან გათანაბრდა 90-იან წლებში სტიქიით დაზარალებული 23 ოჯახიც, რომლებსაც ბინები ბათუმში უნდა მიეღოთ. 

2004 წლიდან დღემდე ამ კატეგორიის მოსახლეობიდან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდა 60 ოჯახი. საცხოვრებელი ბინები კი, გადაეცა 8 ოჯახს. დარჩენილი 17 ოჯახი.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, 2008 წელს ბათუმის მერიის მიერ ქალაქის ავარიულ ან უნებართვოდ აშენებულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ აღებული ვალდებულება, რომლებიც მშენებარე კორპუსებში შესაბამისი ფართებით დაკმაყოფილდებიან. 2008 წელს ქ. ბათუმის მერიის მიერ მემორანდუმები გაიცა 266ბ კვარტალში და 330 კვარტალში მცხოვრებ 145 პირზე, ასევე ქ. ბათუმში, ლერმონტოვის 
ქ. N107ი-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 31 ოჯახზე.


ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა

ბათუმელებში უკვე პოპულარობით სარგებლობს ბათუმის საკრებულოს მიერ რამდენიმე წლის წინ შემუშავებული პროგრამა, რომელიც საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობას გულისხმობს. ბათუმის მერია მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობას კომუნალური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.


2005-2006 

შეკეთდა 69 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის  სახურავი, მოწესრიგდა 21 სახლის საკანალიზაციო სისტემა და 8 მაღლივი საცხოვრებელი სახლის ლიფტს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. 46 სახლზე დამონტაჟდა რკინის, კოდირებული კარები.

2007 

შეკეთდა 62 სახურავი, 65 სარდაფი და 12 ლიფტი.. 

2008

შეკეთდა 72 მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი და 16 . 
ლიფტი;

94 კორპუსის სარდაფში მოწესრიგდა წლისა და კანალიზაცი. 
ის სისტემა, მოწესრიგდა მრავალსართულიანი კორპუსების 23 ეზოს კანალიზაციის სისტემა და 45 ეზოს სანიაღვრე ქსელი;
ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 105 ეზო, . 
სადაც დაიგო ასფალტის საფარი, გაშენდა კორდები და დაირგო ნარგავები. ასევე 92 ეზოში დამონტაჟდა ფანჩატურები და დამონტაჟდა 550 საბაღე სკამი, 204 ეზოში ჩატარდა გარეგანათების სამუშაოები.  

2009

შეკეთდა 5 მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი,3 კორპუსის სარდაფში მოწესრიგდა წლისა და კანალიზაციის სისტემა;სანიაღვრე სისტემა . მოწესრიგდა 7 კორპუსის ეზოში;
23 ეზოში მოეწყო სკვერი, 112 ეზოში ჩატარდა გარე განათების სამუშაოებიკეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო სწორედ იმ ეზოებში, რომლებიც მერიამ გასულ წლებში უსახური ავტოფარეხებისა და სათავსოებისაგან გაათავისუფლა. 

2006 წლიდან 2009 წლის ჩათვლით 4604 მოქალაქეზე გაცემულია 7 039 236 ლარის საკომპენსაციო თანხა. 2010 წელს ამ მიზნით გათვალიწინებულია 2 264 000 ლარი.

ამხანაგობის პროგრამა 2010 წელსაც გრძელდება. მოწესრიგდება როგორც რავალსართულიანი სახლების სახურავები, სარდაფები და ლიფტები, ასევე გაგრძელდება ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა (ფილების დაგება, ბორდიურების შეკეთება, განათება).


ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამა

2005 წელს ქალაქში მასშტაბური სამუშაოები დაიწყო ბათუმის იერსახის აღსადგენად. სპეციალისტების მიერ შემუშავებული ფერითი კონცეფციის მიხედვით შეიღება 134 სახლი.
2006 წელს ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა და შეიღება ძველი ბათუმის მთელ ტერიტორიაზე არსებული 22 ქუჩის შენობებს. გზები კომპოზიციური ფილებით მოპირკეთდა და განათდა. ძველი ბათუმის უბნებში უსახური 
აივნები მოიშალა. სანაცვლოდ მოქალაქეებმა, რომლებსაც აივანი კანონიერად ჰქონდათ მიშენებული, ფულადი ანაზღაურება მიიღეს. 
2007 წელს გაგრძელდა ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში გადაიხურა 28 სახლი და ჩატარდა ისტორიული შენობების აღდგენითი სამუშაოები, შეკეთდა ძველი ბათუმის სახე საბაევის კიბე.
გარდა ძველი ბათუმისა, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიღება და პოლიკარბონატის დაფებით გალამაზდა 182 შენობა.
პროგრამის წარმატების გამო ბათუმის მერიამ მისი გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და 2009 წლიდან ამოქმედდა ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა.


ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული 
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქში ისტორიული უბნების და ძეგლების, შენობების აღდგენა-შენარჩუნებას, ასევე ზღვისპირა პარკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. გატარებული ღონისძიებები გააუმჯობესებს მოსახლეობის პირობებს და ვიზიტორთათვის ბათუმს გახდის უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს. 

2009-ში დასრულდა ბათუმის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა ევროპის მოედნის გარშემო სახლების, რუსთაველის ქუჩის ერთი ნაწილის, დუმბაძის ქუჩის, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე სახლების რეაბილიტაციას. 
შენობების რესტავრაციის გარდა, მოეწყო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, ქუჩები, ტროტუარები, მთლიანდ მოიკირწყლა დუმბაძის ქუჩა. ჩატარდა გამწვანება-განათების სამუშაოები. 

ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც ითვალიწინებს ბათუმის 
უძველესი ნაწილის რეაბილიტაციას (მაზნიაშვილი, ფარნავაზ მეფისა და გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთა). გაკეთდება მოედანი _ ე.წ. პიაცა (შენდება 14-სართულიანი კოშკი, რესტავრაცია ჩაუტარდება მოედნის მიმდებარე შენობებს). ასევე დაგეგმილია ისტორიული ფორტის აგება, ბულვარის ცენტრალური შესასვლელის გასწვრივ ზღვაში შესული საფეხმავლო პირსის მოწყობა, ძველი ბათუმის მთელ ტერიტორიაზე ქუჩებისა და შენობების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და განათების სამუშაოებიპროექტი სამ ეტაპად არის დაყოფილი. იგი 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდება.



ბათუმის ზღვისპირა პარკი

ბათუმის ზღვისპირა პარკი ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის ღერძს წარმოადგენს. იგი ქალაქის პლაჟის უმთავრეს მონაკვეთს გასდევს და დამსვენებელთა ძირითად ნაკადს იზიდავს. 
პარკის განახლებისა და გაფართოებისთვის სამუშაოები 2004 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. პარკის მთელს ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი საკომუნიკაციოქსელი _ წყალსადენი, 
კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, უწყვეტი ელექტრომომარაგება, დეკორატიული განათება. მოეწყო სამი ახალი ხეივანი _ უნივერსიტეტიდან ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ კობალაძის ქუჩამდე _ დეკორატიული ფილებით და ბორდიურებით, გამწვანებით, დასასვენებელი ობიექტებით.

2006 წელს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი. იქვე დაიდგა 50-მეტრიანი კარუსელი _ “პანორამული ბორბალი”.პლაჟის მთელს ტერიტორიაზე შეიქმნა დასვენებისა და გართობის ობიექტების კომპლექსი. 5 წლის იჯარით, კონკურსის წესით გაიცა 
100 კვმ ფართი 32 _ სექტორზე ღია ტიპის სეზონური კაფე-ბარების მოსაწყობად. 

“ახალი ბულვარის” ტერიტორიაზე აშენდა თანამედროვე სტანდარტების აუზი, სოლარიუმი და სპორტული მოედნები. არდაგანის ტბა, რომელიც “ბულვარს” ესაზღვრება და რამდენიმე წლის წინათ ჭაობი იყო, დასვენების თანამედროვე ცენტრად გადაიქცა. ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები ტბის ტერიტორიის გასაფართოებლად, ნაპირის გასამაგრებლად, გასაწმენდად და კეთილმოსაწყობად. ტბაზე გაკეთდა ორი ხელოვნური კუნძული, მუსიკალური შადრევანი, მოეწყო ამფითეატრი.
2007 წელს გაგრძელდა ზღვისპირა ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულდა 
პანორამული ბორბლის მონტაჟი და იგი საზეიმოდ გაიხსნა. არდაგანის ტბის ირგვლივ მოეწყო ახალი რესტორნები: აჭარულ-ლაზური, ჰოლანდიური და ჩინური.

2008 წელს დასრულდა ზღვისპირა პარკის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე შადრევნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია. “ბულვარს” ახალი, მოცეკვავე და მრავალ ფერში განათებული შადრევანი შეემატა. აქვე აშენდა საგამოფენო დარბაზი. რეკონსტრუქცია 
ჩაუტარდა, ასევე არდაგანის ტბაზე მდებარე შადრევანს. სკვერებში დაირგო ხე-მცენარეები და აღდგა გაზონები, გაგრძელდა ხეივნების, სასეირნო ბილიკებისა და გარე განათების მოწყობა. 
დღეს ზღვისპირა პარკის მთელი ზოლი განათებულია. შეკეთდა საბაღე სკამები.


2009 წელს ზღვისპირა პარკში განთავსდა მცირე არქიტექტურული ფორმის მონუმენტების _ “თორმეტი სიმფონია”.

გაშენდა ახალი ბულვარი, რითაც ზღვისპირა პარკს 18 ჰექტარი შეემატა. ახალი ბულვარი გამოირჩევა ორიგინალური განათების სისტემითა და ატრაქციონებით, ბეტონის ბეჭდური საფარითა და ბილიკებით. დღეს ბათუმის ბულვარი სიგრძეში უკვე 7 კილომეტრია.

კეთილმოეწყო ხიმშიაშვილის ქუჩა, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გამოიყო სექტორები ველოსიპედით მოსიარულეთათვის, დაიდგა 4 ახალი შადრევანი, მდინარე მეჯინისწყალზე გადასასვლელად აიგო 3 ხიდი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. 
ზღვისპირა პარკში დასრულების პირასაა ორიგინალური დიზაინის ამფითეატრის მშენებლობა. დაირგო სხვადასხვა სახეობის ეგზოტიკური მცენარეები.

2010 წელს დაგეგმილია შ. ხიმშიაშვილის ქუჩის აეროპორტამდე გაგრძელება და მიმდებარე ტერიტორიიის კეთილმოწყობა. უახლოეს მომავალში ზღვისპირა პარკს შეემატება ულამაზესი საგამოფენო სახლი.


6  მაისის პარკი

ბათუმის ყოფილი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის აღდგენასა და განახლებაზე მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო. მოეწყო გზები და ბილიკები, დაიდგა საპარკო სკამები და დამონტაჟდა 
ლამპიონები, გაკეთდა ახალი ატრაქციონები. პარკის ტერიტორიას მიუერთდა ხელოვნური კუნძული, დაირგო დეკორატიული ხემცენარეები და ნურიგელის ტბაში დამონტაჟდა მოცეკვავე შადრევანი. ზოოკუთხე ლერმონტოვის ქუჩიდან ტურგენევის ქუჩამდე გაფართოვდა, რომელიც რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება. პარკის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, 2009 წელს დასრულდა ზღვის ბინადართა სარეაბილატიციო ცენტრის (დელფინარიუმის) მშენებლობა, რომელიც თანამედროვე ტიპის დანადგარებით, ფილტრებით და სხვა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. სარეაბილატიციო ცენტრს სანახაობითი დატვირთვაც ექნება. ახალი დელფინარიუმის მოწყობა თითქმის 5 მილიონი ლარი დაჯდა.


სკვერები და სპორტული მოედნები

2004-2005 წლებში ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაკედა 29 სპორტული მოედანი და 5 საბავშვო მოედანი. წელს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე 12 სპორტული მოედანი მოეწყო. ერას 10-ში “ვარდების სკვერი” გაშენდა. ახალი სკვერები შეემატა თამარის დასახლების ზღვისპირა ზოლს, ბარათაშვილის ქუჩას, წმ. მარიამის ეკლესიის ტერიტორიას. განახლდა სკვერი ჭავჭავაძის ქუჩაზე ი. ჭავჭავაძის ძეგლთან.

2007 წელს ქალაქში გაკეთდა 11 ახალი სპორტული მოედანი და 8 ატრაქციონი. ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი სკვერები მოირთო დეკორატიული ყვავილებით. იტალიიდან შემოვიდა 735 სააივნე ყვავილი, რომლებითაც ბათუმელების სახლები გალამაზდა, ქუჩაში კი 780 სხვადასხვა ჯიშის ქოთნის ყვავილები დაიდგა; ხიმშიაშვილის ქუჩაზე, “ახალ ბულვარში” 9500 კვ.მ მეტრის ფართობზე გაშენდა კორდი.

2008 წელს ქალაქის ტერიტორიაზე აშენდა 5 ახალი სპორტული მოედანი. სკვერებსა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში დამონტაჟდა 90 საბავშვო ატრაქციონი. 
2008 წელსვე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა გამწვანების კუთხით: დარგო 1745 ძირი ბუჩქი და ხე-მცენარე, 710 ძირი პალმა, 108 000 ერთწლიანი ყვავილი, 360 ძირი შტამიანი ვარდი.

2009 

კეთილმოეწყო სკვერები თამარის დასახლებაში, N18 სკოლასთან და აღმაშენებლის დასახლებაში, ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში,სკვერებსა და ეზოებში განთავსდა 23 სხვადასხვა ზომის საბავშვო ატრაქციონი. დაირგო 15 405 ძირი სხვადასხვა დეკორატიული ხე-მცენარე  და ბუჩქი, 665 ძირი პალმა, 704 ძირი ვარდი, 177 000 ძირი ერთწლიანი ყვავილი.
სპორტული მოედნების მშენებლობა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა 2010 წელსაც გრძელდება. სპორტული მოედანი და სკვერი ადლიის დასახლებაში, ინასარიძის 14-სა და ჯავახიშვილის 73-75-ში მდებარე კორპუსების ეზოებში.
დაგეგმილია ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა, სადაც საერთაშორისო მატჩების ჩატარება იქნება შესაძლებელი.



განათლება

უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ხელისუფლებამ განათლების სფეროში დაიწყო პროგრამები, რომლებსაც მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვდა: გარემონტდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა სკოლები და დაიწყო საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია. 2004-2008 
წლებში 11 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 

2008 წელს შეკეთდა N8 და N22 საბავშვო ბაღების სახურავებიკაპიტალური რემონტი ჩაუტარდა N14 საბავშო ბაღს, . დაიწყო N3 საბავშო ბაღისა და ხიმშიაშვილის ქ. N39-. 
ში მდებარე შენობის (საპატრიარქოს ბაღი) კაპიტალური შეკეთების სამუშაოები;
ყველა საბავშვო ბაღი აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. ასევე, კაპიტალურად შეკეთდა ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შ. ზამთარაძის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობა.
2008 წელს პრეზიდენტის პროგრამით ყველა პირველკლასელმა უფასოდ მიიღო სახელმძღვანელო. საქართველოში პირველად, აჭარის ა.რ მთავრობის დაფინანსებით 2-12 კლასებს ასევე უფასოდ ურიგდებათ სასწავლო წიგნები.

მხოლოდ 2008 წელს I-IV კლასების საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის შეკერილია 191 070 ლარის ღირებულების 3 860 ერთეული სასკოლო ფორმა;მიზნობრივი პროგრამის ,,ახალი სკოლა _ ახალი ბიბლიოთეკა” ფარგლებში 20 137 მოსწავლისათვის შეძენილია 1 225 396 ლარის ღირებულების 158 099 ერთეული სასკოლო სახელმძღვანელო;
შემოქმედებითი კოლექტივებისათვის მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბათუმში არსებული შემოქმედებითი კოლექტივებისათვის 16 350 ლარის ფარგლებში შეძენილია 145 მუსიკალური ინსტრუმენტი; შეძენილია 21 380 ლარის ღირებულების 2 ერთეული საჭიდაო ლეიბი.

2009 წელს დასრულდა N3 საბავშო ბაღისა და ხიმშიაშვილის ქ. N39-ში მდებარე შენობის (საპატრიარქოს ბაღი) კაპიტალური შეკეთების სამუშაოები;სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა N4 და N10 საბავშვო ბაღებს;

საბავშვო ბაღებისათვის შეძენილია ინვენტარი გათბობის სისტემა მოეწყო ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში;
კაპიტალურად შეკეთდა თამარის დასახლებაში მდებარე სამუსიკო სკოლის შენობა; 

კაპიტალურად შეკეთდა საბავშვო ბიბლიოთეკის შენობა ჯავახიშვილის ქუჩაზე 2010 წელს გაგრძელდება საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების რეაბილიტაცია.

სტუდენტური დასაქმების პროგრამა

უკვე ოთხი წელია, რაც ბათუმის მერიამ ქალაქის სასწავლებლების სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების დროს დასაქმების პროგრამა შესთავაზა, რითაც ახალგაზრდებს ქალაქის გალამაზებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ხელფასის გამომუშავების საშუალება მისცა.

2006-2007 წლებში სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 700 სტუდენტი დასაქმდა. თითოეული მათგანის შრომის ანაზღაურება საშუალოდ 200 ლარს შეადგენდა. 2008 წელს დასაქმებულ სტუდენტთა რიცხვი გაორმაგდა, ასევე, 300 ლარამდე გაიზარდა მათი 
შრომის ანაზღაურება. პროგრამა 2009 წელსაც განხორციელდა 2006-2009 წლებში სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში 1700 სტუდენტი დასაქმდა.


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ქალაქის მოსახლეობისთვის
გაწეული დახმარებები

სქოლიოზის, მხედველობისა და ზრდის დარღვევების გამოვლენა-მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 6 000 ბავშვს ყოველწლიურად უტარდებოდა სქრინინგი, ხოლო 180 ბავშვს 
_ მასაჟისა და სამკურნალო ფიზკულტურის სრული კურსი,ფსიქიური პრობლემების მქონე 50 ბავშვს ყოველწლიურად უტარდებოდა ფსიქო-რეაბილიტაციური მკურნალობა,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ 10 პირს მეურვეები დაენიშნათ; 

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლი ლი ამოვარდნილობის სკრინინგისა და ამბულატორიული მკურნალობის პროგრამით, ყოველწლიურად 800 ბავშვს უტარდებოდა დისპლაზიისა და ამოვარდნილობის სქრინინგი, ასევე ყოველწლიურად 80 ბავშვი გადიოდა 
მკურნალობის სრულ კურსს; 2009 წელს პროგრამით ისარგებლა 960 ბავშვმა, 


მკურნალობის სრული კურსი გაიარა 85 ბავშვმა, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო დახმარება გაეწია 347 პაციენტს; 
ქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ავადობის აქტიური გამოვლენის პროგრამით, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა 7-11 წლის ასაკის სკოლისა და საბავშვო ბაღის 9926 
აღსაზრდელს, ხოლო 220 სქოლიოზით დაავადებული ბავშვს სარეაბილიტაციო კურსი. ასევე, 2009 წელს სამედიცინო გამოკვლევა გაიარა 12-16 წლის ასაკის 10 000 ბავშვმა, ხოლო 220 ბავშვს ჩაუტარდა მასაჟისა და სამკურნალო ფიზკულტურის სრული კურსი;

ეპილეფსიით დაავადებულ 37 ბავშვს გადაეცა მედიკამენტები 2009 წელს პროგრამა გაფართოვდა და მედიკამენტები 95-მა ბენეფიციარმა მიიღო. ჭამლები გაიცა ბრონქული ასთმით დაავადებულ 170 პაციენტსა და II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 200 ბენეფიციარზეც;ონკოპრევენციის პროგრამით 1749 პაციენტს ჩაუტარდა . ლაბორატორიული გამოკვლევა (PAP-ტესტი, მამოგრაფია, ბიოფსია, ონკომარკერით გამოკვლევა); 76 კატარაქტით დაავადებულ მოხუცებულს უფასოდ ჩაუტარდა ოპერაცია.

19 200 პენსიონერზე გაიცა 25 ლარიანი სამედიცინო ვაუჩერი,სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის თხევადი აირით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი 1275 პირი ორ თვეში ერთხელ იღებდა თხევად აირს; 
I ჯგ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 375 პირი გათავისუფლდა კომუნალური და სააბონენტო გადასახადებისაგან, მოხდა მათი თხევადი აირით უზრუნველყოფა, განხორციელდა მზრუნველობას მოკლებულებული 100 მოხუცის მოვლა-პატრონობა და საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა;10836 პენსიონერს დაენიშნა 10-ლარიანი საპენსიო დანამატი; 
სოციალურად დაუცველი ოჯახის 176 ბავშვი გათავისუფლდა სკოლამდელი დაწესებულების გადასახადისაგან, 9145 სოციალურად დაუცველ ოჯახს გაეწია კომუნალური შეღავათები. 
2009 წელს პროგრამა გაფართოვდა და 349 ბავშვმა ისარგებლა შეღავათით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, 10 ბავშვმა _ სახელოვნებო დაწესებულებაში, ხოლო 9625 სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და მრავალშვილიან ოჯახს გაეწია კომუნალური შეღავათები;

მეე-3 ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით ბათუმში რეგისტრირებულ 240 ოჯახს გაეწია 300-300 ლარის დახმარება, მე-4 ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით 36 ოჯახმა მიიღო 400-400 ლარი, ხოლო მე-5 ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით 12 ოჯახმა _ 500-500 ლარი;

2009 წელს ხუთ და მეტ შვილიან 40 ოჯახს გაეწია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 
1000 ლარის ოდენობით, ასევე 12-მა უდედმამო ბავშვმა მიიღო 400-400 ლარი;

3 მუნიციპალური უფასო სასადილო კვირაში 5 დღე უფასოდ ემსახურება 1200 სოციალურად დაუცველ პირს; 
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, დახმარება გაეწია 738 ოჯახს.


2010 წელი


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შემდეგი პროგრამები:
ქ. ბათუმის სკოლებსა და ბაღებში ავადობის აქტიური გამოვლენის პროგრამა;
ფსიქიური პრობლემების მქონე ბავშვთა ფსიქო-სოციალური რებილიტაცია;
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია;
მენჯ-ბარძაყის სახრის დისპლაზიისა და თანდაყოლი. ლი ამოვარდნილობის სქრინინგისა და ამბულატორიული მკურნალობის პროგრამა;მოხუცებულთა კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის პროგრამა;
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ბათუმში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ (70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, მრავალშვილიანი, მარტოხელა და უდედმამო ოჯახების) 16 წლამდე ასაკის 
ბავშვთა ტონზილების ოპერაციული მკურნალობა;მერიის დაქვემბდებარებაში მყოფ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევა.
მრავალშვილიანი და უდედმამო ბავშვების ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა ბათუმში . 
რეგისტრირებულ ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე;სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისა და . მარტოხელა დედების სოციალური დახმარება;სოციალურად დაუცველი ფენისათვის უფასო კვების პროგრამა.

უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის პროგრამა. 
I ჯგუფის უსინათლო შ.შ.მ. პირების შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა;
უპოვართა და მზრუნველობას მოკლებულ მოხუცთა მოვლა-. პატრონობის პროგრამა;
ბათუმში მცხოვრები მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების (ან მათი შვილების), მარჩენალდაკარგულების (ან მათი შვილების) პროფესიული გადამზადება;
ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა;

0-დან 57 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გარდაცვლილ ოჯახის წევრზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება. 

 

Created By Studio SPAR.GE